გუშინ, თბილისში 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრები მოულოდნელად აუტსაიდერ ბულგარეთთან 80:92 დამარცხდა.
გუშინდელ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დამყარდა. ბულგარელთა კალათბურთელმა დი ბოსტმა საქართველოს ნაკრებს 9 სამქულიანი ჩაუგდო, რაც ევრობასკეტის რეკორდია. აქამდე, ევრობასკეტზე რეკორდი ერთ მატჩში 8 სამქულიანი იყო, რომელიც 1995 წელს ალექსანდერ ჯორჯევიჩმა ლიეტუვას ჩაუგდო.
ბულგარეთმა შეხვედრაში 19 სამქულიანი ჩააგდეს, რაც, ასევე, ევრობასკეტის რეკორდია. აქამდე, რეკორდი ლატვიელებს ჰქონდათ, როდესაც ესპანეთს 18 სამქულიანი ჩაუგდეს.
საქართველოსთან დი ბოსტს 9 სამქულიანი ჰქონდა, 5 სამქულიანი ჰქონდა ივანოვს. ევრობასკეტის ისტორიაში ასეთი შემთხვევა მეორედ დაფიქსირდა, როდესაც გუნდის ორ კალათბურთელს ერთ მატჩში ხუთზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული.
საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ, ჯგუფში 5 ქულით ბოლო ადგილზეა და დღეს მონტენეგროსთან გამარჯვება მართებს, მაგრამ მანამდე ბელგიამ ბულგარეთს უნდა მოუგოს.
რა შემთხვევაში გავა საქართველო ჯგუფიდან?
GIPHY App Key not set. Please check settings