16-17 ოქტომბერს , მენტანაში (იტალია) გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში, სადაც მონაწილეობდა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილი.
ქართველი სპორტსმენებისათვის ამ სეზონზე ეს მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო ობერსდორფის შემდეგ.
” Mezzaluna Cup” -თასზე კი 7 სხვადასხვა ქვეყნის მოციგურავეებს შორის ქართველმა სპორტსმენებმა 186.78 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს . იტალიაში ქართველი წყვილი კიდევ ერთხელ წარდგა მაყურებლებისა და სპეციალისტების წინაშე თავიანთი ახალი ოლიმპიური პროგრამით.
GIPHY App Key not set. Please check settings