in ,

7 წუთში მოთავებული საქმე და ტაიმის რეკორდი – VIII ტური

მიუნხენის “ბაიერნმა” ლიდერობა დაიბრუნა. წინა ტურში შინ მოულოდნელი წაგების შემდეგ, თანალიდერთან ჩავიდა სათამაშოდ და ქომაგი დაძაბული მატჩის მოლოდინში იყო. თუმცა, როგორც “ბაიერნის” შემთხვევაში ხშირად ხდება, ბრძოლა არ შედგა და “რეკორდმაისტერმა” პირველსავე ტაიმში ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. ისე, რა პირველ ტაიმში – 30-ე, 34-ე, 35-ე, 37-ე წუთებზე შეყარა გოლები – გამოვიდა 7 წუთში 4 გოლი, ან თუ გნებავთ 3 წუთში 3 გოლი. მოკლედ, “ბაიერნი” პირველ ადგილს დაუბრუნდა (19 ქულა), სადაც წინა დღეს დორტმუნდის “ბორუსია” მოკალათდა (18 ქულა).
ბუნდესლიგის წლევანდელი ბრძოლა და მუღამი კი ალბათ მაინც უფრო ლევანდოვსკისა და ჰაალანდის დუელი იქნება, ვიდრე საჩემპიონო ინტრიგა. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს არ ჩამორჩება და გოლს გოლზე იტანს – ახლაც 2-2 შეაგდეს და ბომბარდირთა დავაში ერთად არიან.

“აინტრახტმა” წინა ტურში “ბაიერნი” დაამარცხა სტუმრად, ახლა შინ წააგო “ჰერტასთან” და ამ ერთადერთი მოგების ხარჯზე არ არის გასავარდნ ზონაში.
“ვოლფსბურგი” კი, რომელმაც მაგრად დაიწყო, 6 მატჩია ვერ იგებს, აქედან ბოლო 3 წააგო (პირველად 2020 წლის იანვრის შემდეგ). სამაგიეროდ, მშვენიერი სერია აქვს ბერლინის “უნიონს”, რომელმაც ზედიზედ 3 თამაში მოიგო.
ერთადერთი გუნდი გერმანიში, რომელსაც თამაში არ წაუგია, “ფრაიბურგია”.

„ვოლფსბურგის“ ნახევარმცველი მაქსიმილიან არნოლდი რეკორდის თანაავტორი გახდა. მან „მგლების“ რიგებში 259-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში. ამდენივე მატჩი აქვს ჩატარებული გუნდის ყოფილ მეკარე დიეგო ბენალიოს.

Gracenote-ის ინფორმაციით, “ბაიერნს” ბუნდესლიგის ისტორიაში არასოდეს მოუგია 5-ბურთიანი სხვაობით პირველ ტაიმში.

“ბაიერნის” 8 ტურში გატანილი 29 გოლი ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა.

ლევანდოვსკის 9 გოლი აქვს ბუნდესლიგის 8 მატჩში.
ჯამში 33 წლის პოლონელმა “ბაიერნის” 11 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ჰაალანდმა „ბორუსიას“ რიგებში 68 მატჩში 70 გოლი გაიტანა. მას უკვე 13 გოლი აქვს სეზონის 9 შეხვედრაში.

დორტმუნდის “ბორუსია” ერთადერთი გუნდია, რომელსაც საკუთარ მოედანზე ქულა არ დაუკარგავს, თუმცა ზედიზედ 11 მატჩია გოლს უშვებს.

ბუნდესლიგა – VIII

გლადბახი – შტუტგარტი 1:1
დორტმუნდი – მაინცი 3:1
აინტრახტი – ჰერტა 1:2
ფრაიბურგი – ლაიპციგი 1:1
ფიურტი – ბოხუმი 0:1
უნიონი – ვოლფსბურგი 2:0
ჰოფენჰაიმი – კიოლნი 5:0
ლევერკუზენი – ბაიერნი 1:5
აუგსბურგი – არმინია 1:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას ოქროს მედლები იტალიიდან

გაჩერებული რონალდო და ათამაშებული ლივერპულელები: კლასიკის მოლოდონში – VIII ტური