in ,

გაჩერებული რონალდო და ათამაშებული ლივერპულელები: კლასიკის მოლოდონში – VIII ტური

“მანჩესტერმა” 82-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ იქვე, 83-ზე გაუშვა, მერე 91-ზეც და ასე წააგო სეზონში მეორედ, სტუმრად “ლესტერთან” და თავისი 14 ქულით ოთხეულიდან გაბრძანდა. სულშერის გუნდს 1 მოგება აქვს ბოლო 5 მატჩში.

მანჩესტერი ლესტერში გაფრინდა: მანძილი – 170 კმ, დრო – 10 წთ – კლუბი გამოლანძღეს

ინგლისში ლიდერი “ჩელსია” 19 ქულით, რომელმაც კარგი “ბრენტფორდი” ერთი გოლით გატეხა (ჩილუელი, 45).

ლონდონელებს ლამაზად უდგას კვალში “ლივერპული” (18 ქულა), რომელიც ერთადერთი წაუგებელი გუნდია ინგლისში და ახლა ტრიოს გოლებით მარტივად გაუსწორდა ჩისკო გაშვებულ და რანიერ მიყვანილ “უოტფორდს”.

თავისი მატჩი მოიგო “სიტიმაც” და 17 ქულით მე-3 ადგილზეა. მართალია “ბრაიტონმა” ბოლო ადგილოსან “ნორვიჩთან” უღიმღამო 0:0 ითამაშა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს მე-4 პოზიციას, საიდანაც შესაძლოა უკვე მომდევნო ტურში ჩამოსვან, რადგან “სიტისთან” თამაში უწევს. მომდევნო ტურში კი კლასიკაა – ბოლო სამმატჩმოუგებელი “მანჩესტერი” “ლივერპულს” მიიღებს.


„მანჩესტერის“ სარეკორდო სერია გასვლაზე წაგების გარეშე 29-ე მატჩზე შეწყდა. „არსენალს“ 27 თამაში ჰქონდა.

რონალდოს ზედიზედ სამი პრემიერლიგური მატჩია შედეგიანი მოქმედება არ აქვს. 3-ჯერ დაარტყა, 31 პასი გააკეთა და 3-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

სულშერი: „სარკეში უნდა ჩავიხედოთ. ყველამ უკეთ უნდა ვიმუშაოთ. გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, ბევრი ქულა დავკარგეთ“.

გვარდიოლა: „კმაყოფილი ვარ, რომ „სიტიმ“ პირველი ტაიმის შემდეგ მოუმატა. თანახმა ვარ ასეთ მოგებაზე“.

“ჩელსი” პირველი ლონდონური გუნდია, რომელმაც ზედიზედ 7 დედაქალაქური დერბი მოიგო სტუმრად.

ტუხელი: „ჩელსი“ უფრო ძლიერი იყო პირველი 70 წუთი და უფრო იღბლიანი ბოლო 20 წუთი“.

მანემ პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა. ის მესამე ფებურთელია ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს პენალტის გარეშე მიაღწია.

კლაუდიო რანიერიმ (“უოტფორდი”) პრემიერლიგურ კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. ალან სმიტის შემდეგ ის მეორე მწვრთნელია, ვინც სადებიუტო თამაში 5-ბურთიანი სხვაობით წააგო.

კლოპმა „უოტფორდის“ განადგურების შემდეგ სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ფირმინიო პირველი ბრაზილიელი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც მოახერხა და ჰეთ-თრიქი ამ ტურნირზე ერთ ჯერზე მეტჯერ შეასრულა. ახლანდელი სამი გოლი მისთვის მეორეა, პირველად „არსენალს“ გაუტანა 2018 წლის დეკემბერში.

სალაჰი პრემიელრიგაში გატანილი გოლებით გაუთანაბრდა აქამდე საუკეთესო აფრიკელ ბომბარდირ დიდიე დროგბას – 104 გოლი.

„ლივერპულის“ მილნერმა ზედიზედ მე-18 სეზონში მისცა საგოლე გადაცემა.

“ნიუკასლის” მთავარ მწვრთნელის სტივ ბრიუსისთვის “ტოტენჰემთან” მატჩი კარიერაში მე-1000 აღმოჩნდა. ის მწვრთნელად 1998 წლიდან მუშაობს.
23 წლის განმავლობაში (გუშინდელი შედეგის გაუთვალისწინებლად) ბრიუსის გუნდებმა მოიგეს 376 თამაში, 254-ჯერ ფრედ ითამაშეს და 369 წაგება იწვნიეს.

პრემიერლიგა – VIII ტური

ბრენტფორდი – ჩელსი 0:1
ასტონ ვილა – ვულვერჰემპტონი 2:3
ლესტერი – მანჩესტერი 4:2
სიტი – ბარნლი 2:0
ნორვიჩი – ბრაიტონი 0:0
საუთჰემპტონი – ლიდსი 1:0
უოტფორდი – ლივერპული 0:5
ევერტონი – ვესტ ჰემი 0:1
ნიუკასლი – ტოტენჰემი 2:3

18 ოქტომბერი
არსენალი – კრისტალ პალასი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

7 წუთში მოთავებული საქმე და ტაიმის რეკორდი – VIII ტური

ბუდუ დაბრუნდა და ეფექტური გოლი გაიტანა-მიქაუტაძე შეუჩერებელია