თბილისში 2022 წლის ევრობასკეტის A ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. დღეს, მეოთხე სათამაშო დღეა. დღევანდელი სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში თურქეთმა ბელგია დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, Sport4me.ge-მ ე.წ. Mix zone-ში თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჰედო თურქოღლუ ჩაწერა.
“უპირველეს ყოვლისა თურქეთის ნაკრებს და ყველა თურქ გულშემატკივარს მინდა მივულოცე დღევანდელი გამარჯვება. fiba-ს გუშინდელი გადაწყვეტილება კი, რომელმაც ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა არის სამარცხვინო. კალათბურთი არის სპორტი, რომელშიც თითოეულ წამს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ბოლო წამამდე ვიბრძვით. შეხვედრაში, რომელიც ქულა-ქულაში მიდიოდა, ფიბამ თქვა, რომ 22 წამი არ იქნებოდა გადამწყვეტი. ჩვენ გვსურს ნამდვილი, სამართლიანი კალათბურთის თამაში. ფიბაში ბოლო დროს სრული კოლაფსია და თანდათან უფრო სამარცხვინო ორგანიზაცია ხდება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ჩვენს სიმართლეს დავიცავთ. იმ ინციდენთთან დაკავშირებით, იმედია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ჩვენ ფიბასთან გვაქვს საქმე-თქვა ჰედო თურქოღლუმ.
GIPHY App Key not set. Please check settings