საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ორ თვეზე მეტხანს სამხრეთ აფრიკაში სიკვდილს ებრძოდა.
“ბორჯღალოსნების” საზაფხულო ტესტსერიის ფარგლებში, როდესაც ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკას ეთამაშა, ტურნეს დროს ნაკრების მთავარ მწვრთნელს covid 19-ის მძიმე ფორმა დაუდგინდა.
მაისაშვილი უკვე საქართველოშია და აქ გადის სარეაბილიტაციო პროცესს. “ბორჯღალოსნების” მწვრთნელთან ინტერვიუს The Telegraph ავრცელებს.
“ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა, თავად არაფერი მახსოვს, რადგანაც მეძინა. როგორც მერე ექიმებმა მითხრეს, ფილტვები აბსოლუტურად პარალიზებული იყო და თანაც, ბაქტერიებით ინფიცირებული. სხეული უდიდესი ზეწოლის ქვეშ გახლდათ და მართალია, მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი, გაღვიძების მერე ურთულეს მდგომარეობაში ვიყავი. ტრაქეოსტომია გამიკეთეს, ცხვირში რაღაც მქონდა ჩადგმული, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. პირველად როცა ავდექი, ერთი ნაბიჯი წინ გავაკეთე, მეორე – უკან და მერე ნახევარი საათი ვისვენებდი. ისე ვიყავი, როგორც თევზი ხმელეთზე. ავადმყოფობამდე 85 კგ ვიყავი, ხოლო როდესაც გავიღვიძე, 60-62 კგ. გახლდით. საკუთარი ფეხები ვერ ვიცანი, ეს ძვალი და ტყავი იყო. ექიმებმა მითხრეს, რომ კუნთები ანთებამ შეიწირა, ამიტომაც, სიარულზე საუბარიც არ ყოფილა, თავდაპირველად, ფეხზე დგომაც კი წინსვლად ჩაითვალა. ძალიან, ძალიან ძალიან რთული იყო, თუმცა, უკვე ყველაფერი წესრიგშია. სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ჩემი გადარჩენის შანსი 2% იყო, თუმცა, ცოცხალი ვარ და ახლა, ყველაფერი კიდევ უფრო მეტი და უკეთ უნდა გავაკეთო”, – თქვა მაისაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings