in ,

კვარაცხელია პლანეტის 500 ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელს შორისაა

ჟურნალმა World Soccer-მა შემოდგომის ნომერში პლანეტის 500 ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი ჯერჯერობით ონლაინ ხელმისაწვდომი არ არის, ცნობილია, რომ 500-ეულში ერთი ქართველი ფეხბურთელიცაა – 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი ლეგიონერი რუსეთის პრემიერ ლიგის ყაზანის “რუბინში” თამაშობს (ამ სეზონში 8 თამაში: 1 გოლი, 1 საგოლე პასი). ზაფხულში ის ევროპის მოწინავე კლუბების ინტერესის სფეროში იყო, თუმცა “რუბინის” მაღალი მოთხოვნის გამო, ტრანსფერი არ შედგა და ხვიჩა კვლავ რუსეთში აგრძელებს კარიერას.

სიაში ისეთი ფეხბურთელები შედიან, როგორებიცაა:მბაპე, რონალდო, მესი და სხვა ვარსკვლავები.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის ფასი 600 000 ევროთი გაიზარდა

ლევან მაისაშვილი: სიკვდილის ზღვარზე ვიყავი და გადარჩენის შანსი 2% იყო