გერმანიის მეორე ბუნდესლიგის განვლილ ტურში დრეზდენის “დინამოს” შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ . გიორბელიძე 65-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
დრეზდენის “დინამომ” კი “ზანკტ პაული” 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, გიორბელიძის თამაში დრეზდენელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა.
“ბოლო 25 წუთი მარცხენა ფლანგის გააქტიურება გადავწყვიტეთ, სადაც გურამის ენერგიის გამოყენება ვცადეთ. გიორბელიძემ დებიუტის კვალობაზე კარგად ითამაშა”, – თქვა ალექსანდერ შმიდტმა.
შეგახსენებთ, დრეზდენის “დინამო” გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 9 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-11 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings