საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება, ხვალ კი გუნდი ბათუმში გაემგზავრება.
5 ოქტომბერს, ნაკრებმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში დღეიდან ჩაერთვებიან.
სანაკრებო მატჩების წინ საქართველოს ნაკრების – ოთარ კაკაბაძემ და ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრეს.
ოთარ კაკაბაძე:
„ორი დღეა, რაც შევიკრიბეთ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებული მომენტია, ბათუმში რომ ვთამაშობთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქომაგები გავახაროთ“.
ზურიკო დავითაშვილი:
„ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. ქომაგებთან ერთად განსაკუთრებული მოტივაციით ვითამაშებთ”, – ზურიკო დავითაშვილი.
საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ საბერძნეთს დაუპირისპირდება, 12 ოქტომბერს კი, პრეშტინაში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings