27 წლის ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გენოს შანსი ჰქონდა ზედიზედ მე-4 ოქრო მოეგო, თუმცა, ფინალური ორთაბრძოლა უშანსოდ დათმო.პეტრიაშვილმა ფინალში ირანელ მძიმეწონოსან ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან პირველი 2 ქულა აიღო, თუმცა, შემდეგ მეტოქის უპირატესობა აშკარა იყო და მან 9:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ზარემ ნახევარფინალში 4:0 მოუგო ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 8-გზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს (თურქეთი), რომელიც ძველ დიდებას ნელ-ნელა კარგავს.
პეტრიაშვილმა ფინალამდე გზიდან მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური (11:1), ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (5:0) და ყაზახი ოლეგ ბოლტინი (4:0) იოლად ჩამოიცილა.
GIPHY App Key not set. Please check settings