გერმანიაში მოულოდნელობა მოხდა: მიუნხენის “ბაიერნმა” წააგო. ეს ყოველთვის სენსაციაა, ვისაც არ უნდა ეთამაშებოდეს, მით უმეტეს, თუ გუნდი კარგ ფორმაშია და თან შინ თამაშობს. “რეკორდმაისტერის” გაჩერება ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა “აინტრახტმა” შეძლო. ეს ფრანკფურტელების პირველი გამარჯვებაა ამ სეზონში. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და მოკლედ ყველაფერი ჩვეულებრივ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ფეხბურთის ხიბლი სწორედ ასეთ მოულოდნელობებშია. გადამწყვეტი გოლი 83-ე წუთზე კოსტიჩმა გაიტანა.
ეს კარგია ნეიტრალური ქომაგისთვის, რათა ისედაც თავკომბალა ჩემპიონატი თავიდანვე მეორე ადგილისთვის ბრძოლად არ იქცეს.
მიუნხენელთა წაფორხილებით ოთხეულში მყოფმა სამივე გუნდმა ისარგებლა – “ბაიერმაც”, “დორტმუნდმაც” და “ფრაიბურგმაც”, რომელმაც “ვოლფსბურგის” ადგილი დაიკავა. “მგლები” რაღაც ვერ არიან და ბოლო სამ თამაშში ოდენ 1 ქულა (ზედიზედ ორი წაგება) სასიამოვნო ყმუილის საფუძველს არ იძლევა.
“ბაიერნმა” პირველად წააგო ნაგელსმანის ხელში.
ნაგელსმანი: “ბაიერნს” 20 დარტყმა ჰქონდა, მათ – 5. ვიმსახურებდით თუ არა მეტს? არ აქვს მნიშვნელობა – წავაგეთ”.
„ფიურტმა“ ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო.
ბუნდესლიგა – VII ტური
კიოლნი – ფიურტი 3:1
დორტმუნდი – აუგსბურგი 2:1
ჰერტა – ფრაიბურგი 1:2
შტუტგარტი – ჰოფენჰაიმი 3:1
ვოლფსბურგი – გლადბახი 1:3
ლაიპციგი – ბოხუმი 3:0
მაინცი – უნიონი 1:2
ბაიერნი – აინტრახტი 1:2
არმინია – ლევერკუზენი 0:4
GIPHY App Key not set. Please check settings