დღეს, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის დაბადების დღეა. მამარდას 21 წელი შეუსრულდა,
გიორგი მამარდაშვილი, რომელიც “ვალენსიას” სარეზერვო გუნდის მეკარედ წავიდა, ლა ლიგაში, უკვე 6 შეხვედრა ჩაატარა, ორ მატჩში კარი მშრალად დაიცვა და აგვისტოს თვის საუკეთესო მეკარეც კი გახდა.
„დაბადების დღეს გილოცავთ გიორგი“ – წერია „ვალენსიას“ მიერ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი: “რუსთავსა” და თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings