in ,

ოთარ კიტეიშვილი: გიოტცემ ჩემს საყვარელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონობა წაართვა

30 სექტემბერს, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმი” “პსვ ეინდჰოვენს” უმასპინძლებს.

დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ავსტრიელთა ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან ბოლო ტურებში იგი ბრწყინვალე ფორმაშია.

ავსტრიული მედია ოთარ კიტეიშვილის კომენტარს აქვეყნებს, რომელშიც  ქართველი ნახევარმცველი მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს. კიტეიშვილის თქმით, გიოტცემ და გერმანიამ მის საყვარელ ფეხბურთელს, ლეო მესის, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წაართვა.

“2014 წელს არგენტინის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი და ჩემს საყვარელ ფეხბურთელ მესის, როცა გიოცემ გაიტანა და გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. გიოცე შესანიშნავიფ ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ თამაში კარგი იქნება, მაგრამ პსვ მხოლოდ გიოცე არ არის – ამ გუნდში რამდენიმე კარგი ფეხბურთელია”, – თქვა ოთარ კიტეიშვილმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ მამარდაშვილს იუბილე მიულოცა: მამარდა 21 წლის გახდა

შერიფმა რეალი დატროლა