გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდი სენსაცია მრავლისმნახველ “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა ტირასპოლის “შერიფმა” მადრიდის “რეალი” ბოლო წუთზე ლუქსემბურგელი ტილის გოლით 2:1 დაამარცხა და ჯგუფში, რომელშიც “ინტერი” და “რეალია”, 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
მადრიდის “რეალის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “სამეფო კლუბის” “შერიფთან მარცხს საფეხბურთო კლუბი “საბურთალო გამოეხმაურა და ასეთი კომენტარი დაწერა; “რეალი, ჩვენ შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ უნდა მოუგო “შერიფს”!
შეგახსენებთ, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალომ” ტირასპოლის “შერიფი” გასვლით შეხვედრაში 3:0 დაამარცხა. საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე ქართული კლუბი გავიდა.
გეტყვით იმასაც, რომ ტირასპოლის “შერიფის” სპორტული დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია.
GIPHY App Key not set. Please check settings