in

ბასილაშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა: მის წინ მილოშ რაონიჩია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ATP-ის ტურნირების 5-გზის გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიოს 34-ე ჩოგანია.

ბასილაშვილმა კლასიფიკაციაში სერბი დუშან ლაიოვიჩი და ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდერ ბუბლიკი ჩამორჩება. ნიკას წინ მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი მილოშ რაონიჩია, რომელსაც ქართველი მცირედით ჩამორჩება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილია. ის ამ პოზიციაზე 2019 წლის მაისში იმყოფებოდა.

მიმდინარე კვირაში ნიკა სან დიეგოს საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 661 800 დოლარია. SAN DIEGO OPEN-ის პირველ რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება. ეს თამაში 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი ტრავმირებულია: გიო შეიძლება ნაკრებს ვერ დაეხმაროს

მამარდაშვილს კონკურენტი გამოაკლდება? სილესენი იყიდება, გიორგის გამოსყიდვას ჩქარობენ