in ,

მამარდაშვილს კონკურენტი გამოაკლდება? სილესენი იყიდება, გიორგის გამოსყიდვას ჩქარობენ

გიორგი მამარდაშვილს შესაძლოა “ვალენსიაში” კონკურენტი გამოაკლდეს. ესპანური “მარკა” წერს, რომ “აიაქსი” იასპერ სილესენის დაბრუნებას ცდილობს, რაც, გამოცემის ცნობით, ამსტერდამულ კლუბს 3-5 მილიონი ევრო დაუჯდება.

გიორგი მამარდაშვილს სილესენის “ვალენსიადან” წასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარება. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “ღამურების” რიგებში ჩატარებული კარგი საწყისი მატჩების შემდეგ, შეცდომები დაუშვა და მისი ადგილი სწორედ სილესენმა დაიკავა

32 წლის იასპერი 2011-2016 წლებში სწორედ ამსტერდამელთა რიგებში თამაშობდა. ნიდერლანდების ნაკრების მეკარემ გუნდში 143 მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ სილესენის შესაძლო ტრანსფერის გარდა, Marca-მ ასევე დაწერა, რომ “ვალენსიამ” მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე მუშაობა დაიწყო.

მოლაპარაკებები გააქტიურდა: ვალენსია მამარდაშვილის გამოსყიდვას ჩქარობს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა: მის წინ მილოშ რაონიჩია

ფაქტი: პირველი მეჩირაღდნე და პირველი გუნდი მსოფლიოზე