გერმანიაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ცხრილში პირველი ისევ “ბაიერნია”. ბუნებრივია ამაში პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა უმადლოდეს, თუმცა ეს “ვოლფსბურგის” დამსახურებაცაა, რომელმაც ბოლო ორ ტურში ერთბაშად 5 ქულა დაკარგა და ამიტომაც დათმო პირველობა. “მგლებმა” ამ სეზონში პირველადწააგეს და მე-2-3 ადგილს იყოფენ ლევერკუზენელებთან. მათზე წინ ყოფნა დორტმუნდის “ბორუსიას” შეეძლო, მაგრამ “ბორუსიების” დერბიში მასპინძელმა გლადბახელებმა ივარგეს და პირველ ტაიმში მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. ალბათ იმიტომაც, რომ უკვე პირველსავე ტაიმში დორტმუნდელები 10 კაცით დარჩნენ და მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
გარდა ამისა, მოხდა ის, რაც ოდესმე უნდა მომხდარიყო – ლევანდოვსკიმ ვეღარ გაიტანა. თავად “ბაიერნმა” კი ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო.
ლევანდოვსკი მესი ვერ გახდა, სამაგიეროდ მიულერი გახდა რუმენიგე
“ლაიპციგმა” კი, რომელიც 3 მატჩი ვერ იგებდა (2 წაგება) ჯავრი “ჰერტაზე” იყარა და ერთიანად 6 ბურთი მიართვა.
ბუნდესლიგა – VI ტური
ფიურტი – ბაიერნი 1:3
უნიონი – არმინია 1:0
ლაიპციგი – ჰერტა 6:0
ჰოფენჰაიმი – ვოლფსბურგი 3:1
აინტრახტი – კიოლნი 1:1
ლევერკუზენი – მაინცი 1:0
გლადბახი – დორტმუნდი 1:0
ბოხუმი – შტუტგარტი 0:0
ფრაიბურგი – აუგსბურგი 3:0
GIPHY App Key not set. Please check settings