რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურის შეხვედრაში ყაზანის “რუბინი” საკუთარ მოედანზე გათამაშების ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ქართული ფეხბურთის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 73-ე წუთზე ცვლილება თავად მოითხოვა.
აღნიშნულ შეხვედრას რუსული ვებგვერდი TNV გამოეხმაურა. მათ ყაზანელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი და ხვიჩა კვარაცხელიაც გააკრიტიკეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კვარაცხელია ისეთი ეფექტური აღარაა, როგორც წინა სეზონში.
“ზენიტთან კატასტროფული მატჩის შემდეგ, “რუბინის” მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მარცხს მსაჯის არაპროფესიონალიზმს აბრალებდა, მაგრამ წაგების ასახსნელად ეს ცუდი მიზეზია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, წინა სეზონთან შედარებით ხვიჩამ ძალიან უკლო. მისი დრიბლინგი ისეთი ეფექტური აღარაა, როგორც შარშანდელ სეზონში”, – წერს ტელეკომპანია TNV-ს ვებგვერდი.
GIPHY App Key not set. Please check settings