23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ქალაქ კოლამბუსში მიმდინარე ტურნირზე პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. მარიამ მოსლფიო რეიტინგის ყოფილ 32-ე ნომერ იაპონელ კურუმი ნარას დაუპირისპირდა და ორ სეტში – 6:2; 7:5 დაამარცხა.
შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.და მარიამს 7-7 ეისი და ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 0 და 1). ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 78% (37-დან 29) მოიგო, მეორეზე კი – 53% (17-დან 9). ბოლქვაძემ 9-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ წააგო.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძეს WTA-ს ერთეულთა რეიტინგში 374 ქულა აქვს და 188-ე ადგილზე იმყოფება, მისი საუკეთესო შედეგი კი 2019 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც 152-ე საფეხურს უწია.
GIPHY App Key not set. Please check settings