„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ პრემიერლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში „ვესტ ჰემთან“ 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
ამ გოლმა პორტუგალიელს საშუალება მისცა უნიკალური მიღწევა დაეფიქსირებინა. „ვესტ ჰემის“ ლონდონური სტადიონი გახდა 66-ე ევროპული არენა, სადაც რონალდოს გაუტანია ჩემპიონატების ფარგლებში. კრიშტიანომდე ამ მაჩვენებლით ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო.
რონალდო „მანჩესტერში“ დაბრუნების შემდეგ ყველა მატჩში იტანს. მან 3 თამაშში 4 გოლი შეაგდო.
დრამატული მატჩი „იუნაიტედის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ჯესი ლინგარდმა გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, გმირი კი დე ხეა გახდა, რომელმაც წამატებულ დროში ნოუბლის პენალტი აიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings