in

მესი ოჯახთან ერთად 48-მილიონიან სასახლეში გადადის: ლეო გრაფ მონტე-კრისტოს მეზობელი ხდება

პსჟ-ს ფორვარდი ლეო მესი ოჯახთან ერთად შესაძლოა პარიზთან ახლოს, სასახლეში გადავიდეს. ამის შესახებ RMC Sport წერს.

წყაროს ცნობით, ამჟამად არგენტინელის ოჯახობა სასტუმრო Royal Monceau-ში ცხოვრობს. ლეოს ცოლმა ანტონელა როკუცომ რამდენიმე სახლი ნახა, სადაც მუდმივად ცხოვრებას შეძლებენ.

ქალს თვალში მოუვიდა სახლი ნეი-სურ-სენში. თუმცა, როდესაც მეპატრონემ შეიტყო თუ ვის სურდა სახლის ქირაობა, მნიშვნელოვნად გაზარდა იჯარის თანხა.

მესის თანამეინახეს ასევე მოეწონა სასახლე, რომელიც ლე ვესინის კომუნაში მდებარეობს. სახლის ფასი 48 მილიონი ევროა და ის პსჟ-ს საწვრთნელი ბაზიდან 15 წუთის სავალზეა. შენობის საერთო ფართობი 2 ათასი კვ/მ-ია. ის 1899 წელსაა აშენებული. 30 ოთახი, დახურული აუზი, კინოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი და კორტი სქვოშის სათამაშოდ – მოკლედ, ყველაფერია უზრუნველი ცხოვრებისთვის.
აღნიშნავენ, რომ ეს ციხესიმაგრე ვერსალის სასახლის მიწებზე არსებული მცირე ტრიანონის სასახლის მიხედვით არის შთაგონებული. მცირე ტრიანონი ლუი XV-მ მადამ პომპადურისათვის ააგებინა.

ლა ვესინი პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული გარეუბანია, რომელიც ცნობილია თავისი გამწვანებული პროსპექტებით, სახლებითა და ტბებით. იქ ბევრი სკვერია. თუმცა კომუნა ურბანიზირებულია და ტყესა და მინდვრებს ტერიტორიის 20% უკავია.

საინტერესოა, რომ ახლო-მახლოს მდებარეობს გრაფ მონტე-კრისტოს სასახლე, რომელიც უფროსმა ალექსანდრე დიუმამ ააშენებინა მას შემდეგ, რაც მისი რომანი პოპულარული გახდა და ფულიც შეუვიდა.

მესი კი პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით გასულ ზაფხულს შეურთდა. არგენტინელს პარიზელთა რიგებში ჩემპიონატის მატჩი ჯერ არ უთამაშია და მისი დებიუტი სწორედ ამ საღამოს იგეგმება „ლიონთან“ საშინაო შეხვედრაში.

ლა ვესინი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაგრად ჩავკიდე და არ ვუშვებდი ხელს: მატერაციმ ზიდანთან შეხვედრა გაიხსენა ცნობილი ინციდენტის შემდეგ

რონალდომ ზლატანის რეკორდი მოხსნა: კრიშტიანოს ყველაზე მეტ სტადიონზე გააქვს