in

მაგრად ჩავკიდე და არ ვუშვებდი ხელს: მატერაციმ ზიდანთან შეხვედრა გაიხსენა ცნობილი ინციდენტის შემდეგ

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი მარკო მატერაცი მოყვა ზინედინ ზიდანთან შეხვედრაზე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. გეხსომებათ, მუნდიალის ფინალის დამატებით დროში იტალიელმა ზიდანს შეურაცხმყოფელი რამ უთხრა, ფრანგმა კი საპასუხოდ თავით მკერდში ჩაარტყა. ზიდანი გააგდეს – ეს თამაში მისთვის ბოლო იყო კარიერაში.

იმ შემთხვევის შემდეგ ზიდანს შეხვედრილხარ?

კი. ერთხელ სასტუმროდან გამოვდიოდი, როდესაც ერთ-ერთი პერსონალი ჩემ შეჩერებას შეეცადა. მითხრეს, რომ პრობლემა იყო, ზიდანმა მანქანა თქვენს მანქანასთან დააყენაო. მე ვუთხარი, რომ ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი. სპეციალურად შევყოვნდი მის მანქანასთან. რამდენიმე წუთში ის სასტუმროდან გამოვიდა. მას აშკარად გაუკვირდა ჩემი დანახვა. ის, რაც მაშინ ვუთხარი, სამუდამოდ დარჩება ჩვენს შორის. ვიტყვი ერთს, მე მეტს ვლაპარაკობდი, ვიდრე ის. საუბრის ბოლოს მან ხელი გამომიწოდა, მე მაგრად ჩავკიდე და არ ვუშვებდი, სანამ პირდაპირ თვალებში არ შემომხედა. ეს ის არის, რაც მინდოდა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიამ მოიგო, საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გოლები… მატერაციმ და ზიდანმა გაიტანეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აი დებიუტი: ბურჯანაძემ ახალ გუნდში მაგრად დაიწყო, შერმადინმა მოულოდნელად წააგო

მესი ოჯახთან ერთად 48-მილიონიან სასახლეში გადადის: ლეო გრაფ მონტე-კრისტოს მეზობელი ხდება