in

გადაწყდა, მიდის: სულშერს თავაზიანად გაუშვებენ, ზიდანს ფულს უმატებენ

„მანჩესტერის“ თანამფლობელმა ჯოელ გლეიზერმა თანხმობა მისცა ოლე-გუნარ სულშერის გაშვებაზე. ნორვეგიელი მწვრთნელის განთავისუფლება მანამდე ექსტრენულ სხდომაზე კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა.

მწვრთნელი „ურთიერთშეთანხმებით“ მიდის და მას ისე გაუშვებენ, რომ ღირსება ნაკლებად შეელახოს.
„იუნაიტედის“ აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ არნოლდს დაევალა სულშერთან კონტრაქტის გაწყვეტის პირობების შეთანხმება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდს დროებით ტექნიკური დირექტორი დარენ ფლეტჩერი და მწვრთნელი მაიკლ ქერიკი მოამზადებენ. შესაძლოა მათ ტანდემში იმუშაონ, ან ფლეტჩერი გახდეს მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო ქერიკი ასისტენტი.

შაბათს, „მანჩესტერმა“ სტუმრად „უოტფორდთან“ 1:4 წააგო და ამ წუთისთვის 17 ქულით მე-7 ადგილზეა.

ამასთან, „მანჩესტერს“ იმედი აქვს, რომ ზინედინ ზიდანს დაითანხმებს. The Times წერს, რომ გლეიზერების ოჯახმა მენეჯერებს დაავალა, გააქტიურონ მუშაობა ფრანგი სპეციალისტის მოწვევის საკითხზე.
შუა სეზონში ზიდანის დასათანხმებლად ხელმძღვანელობა აპირებს ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
ადრე ზიზუმ თქვა, რომ ზაფხულამდე დასვენებას ამჯობინებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონია

ყატარში ბოლო სტადიონის მშენებლობაც დასრულდა