მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის ცრუ ინფორმაციისთვის, რომელიც მოყვანილია სახელმოხვეჭილ სერიალში „დედოფლის გაბიტი“.
დასკვნით სერიაში, როდესაც სერიალის მთავარი გმირი მამაკაც მოჭადრაკეს გამოიწვევს, ჩნდება ქართველი (საბჭოთა) მოჭადრაკე, ხოლო კომენტატორი აცნობებს: „ეს ნონა გაფრინდაშვილია, მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, რომელსაც არასოდეს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ“. ეს ფრაზა კი არ შეესებამება სიმართლეს, რაც გახდა კიდეც სარჩელის მიზეზი.
სარჩელს საიტი Hollywood Reporter ციტირებს: “ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასოდეს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ, სიცრუეა, ასევე გადაჭარბებულად სექსისტური და დამამცირებელია“.
1968 წელს, როდესაც ეპიზოდის მოქმედება ხდება, რეალურად გაფრინდაშვილი 59 მამაკაც მოჭადრაკეს შეხვდა, მათ შორის 10 გროსმაისტერს.
„Netflix-მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე იაფასსიანი და ცინიკური მიზნებისთვის, რათა დრამა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაეხადა, თითქოს გამოგონილმა გმირმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერცერთმა ქალმა ვერ მოახერხა, მათ შორის გაფრინდაშვილმა“.
ქართველი სპორტსმენი ასევე იმით დაზრალდა, რომ ის სერიაალში რუსად მოიხსენიეს, “თუმცა Netflix-მა იცოდა,რომ ის ქართველია, ხოლო ქართველები რუსების ჩაგვრის ქვეშ იყვნენ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ხოლო მოგვიანებით რუსეთის მხრიდან დაშინებისა და სამხედრო შეჭრის მსხვერპლი გახდა“.
გაფრინდაშვილს სურს 5 მილიონი დოლარი პლუს საჯარიმო სანქციები, ასევე სერიალიდან იმ სიტყვების ამოშლა, რომ თითქოს მამაკაცებთან არ უთამაშია.
1978 წელს ნონა გახდა პირველი ქალი, რომელმაც მამაკაცებს შორის საერთაშორისო გროსმაისტერის წოდება მიიღო.
1997 წელს, ფიდეს გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის.
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
GIPHY App Key not set. Please check settings