ინგლისურმა კლუბები ყველაზე წარმატებულად გამოვიდნენ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში.
პრემიერლიგის გუნდებმა 9 ქულა მოაგროვეს: „სიტიმ“ დაამარცხა „ლაიპციგი“ (6:3), “ლივერპულმა“ მოუგო „მილანს“ (3:2), ხოლო „ჩელსიმ“ „ზენიტს“ (1:0). მარტო „მანჩესტერი“ დამარცხდა, მოულოდნელად „იანგ ბოიზთან“(1:2).
ბუნდესლიგელებს 7 ქულა აქვთ. „ბაიერნმა“ უპრობლემოდ დაამარცხა „ბარსელონა“(3:0), “ბორუსიამ“ 3 ქულა წამოიღო სტამბოლიდან „ბეშიქთაშთან“ (2:1), ხოლო „ვოლფსბურგმა“ ქულები გაიყო „ლილთან“ (0:0). “ლაიპციგი“ უქულოდ დარჩა „სიტისთან“.
ესპანელებმა აქტივში 6 ქულა შეაკოწიწეს. „რეალმა“ დაამარცხა „ინტერი“ (1:0), “ატლეტიკომ“, “სევილიამ“ და „ვილიარელმა“ ფრედ ითამაშეს, ხოლო „ბარსამ“ წააგო.
იტალიურ კლუბებს 4 ქულა აქვთ: „იუვენტუსმა“ ულაპარაკოდ მოუგო „მალმიოს“ (3:0), “მილანმა“ და „ინტერმა“ წააგეს, „ატალანტამ“ კი ქულები გაუნაწილა „ვილიარეალს“ (2:2).
მხოლოდ 2 წულა აქვთ ფრანგებს: პსჟ-მ და „ლილმა“ ფრედ დაასრულეს თავიანთი მატჩები.
ეს უნიკალურია: რონალდო ახალ რეკორდებზე მიდის, სანამ ბარსას ბარტყები გაიზრდებიან – I ტური
მესის დებიუტი, ლივერპულის მორიგი ქამბექი და ვან ბასტენის მემკვიდრე: რეალს შერიფის შეეშინდა – I ტური
ვინ გახდება პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლის ავტორი: ხმის მიცემა დაიწყო
GIPHY App Key not set. Please check settings