in ,

ეს უნიკალურია: რონალდო ახალ რეკორდებზე მიდის, სანამ ბარსას ბარტყები გაიზრდებიან – I ტური

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. ტრადიციულად წლევანდელ ტურნირზეც ყველა გრანდია თავმოყრილი და რამდენიმე ფავორიტია, ასევ არიან ახალწვეულები და შედარებით სუსტი გუნდები და მოსალოდნელია რომ კვლავ იქნება რამდენიმე სტატისტი შეხვედრები. ველოდებით სენსაციებსაც, თუმცა რაღა ველოდებით, უკვე დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგები. თუნდაც „მანჩესტერი“ ავიღოთ, რომელმაც შვეიცარიულ კლუბთან წააგო, თანაც იგებდა ისევ და ისევ რონალდოს გოლით. მაგრამ პირველივე ტაიმში კაცი გაუგდეს და მასპინძლებმა მსაჯინ მიერ წამატებულ დროში გაიტანეს გამარჯვების გოლი. მერე კი „იანგ ბოიზი“ დიდხანს ზეიმობდა გულშემატკივრებთან ერთად.

მესის დებიუტი, ლივერპულის მორიგი ქამბექი და ვან ბასტენის მემკვიდრე: რეალს შერიფის შეეშინდა – I ტური

„ბარსა“ – სანამ ამ გუნდის ბარტყები მოფერიანდებიან და კაცები გახდებიან, სანამ კატალონიელები ვალებს მიხედავენ, კარგ ტრანსფერებს გაწვდებიან, სანამ მესის შემდგომ ეპოქას როგორმე და ოდესმე გადააგორებენ, მანამდე ჯერ დრო გავა, ამიტომ „ბარსელონას“ ფავორიტებში მოხსენიება ამ ეტაპზე ნამდვილად ზედმეტი იქნება. „ბარსას“ ურჩევნია ლა ლიგას მიხედოს და ოთხეულში მოხვდეს.

E ჯგუფი

ბარსელონა – ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 მიულერი (34), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 ლევანდოვსკი (85)

დინამო (კ) – ბენფიკა 0:0

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩი პირველად წააგო 24 წელიწადში.

„ბარსას“ 3 წაგება და 4 ფრე აქვს ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებში. ბურთების სხვაობა – 2:11.

„ბარსამ“ ამ სეზონში პირველად წააგო.

„ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგაზე კარში ერთხელაც ვერ დაარტყა, ასეთი რამ ბოლოს 2003/04 წლების სეზონში მოხდა.

„ბაიერნმა“ ზედიზედ 3 მატჩი მოუგო „ბარსას“. საერთო ანგარიში – 14:4.

„ბაიერნმა“ ზედიზედ 78-ე მატჩშიგაიტანა. „რივერ პლეიტის“ მსოფლიო რეკორდამდე 18 მატჩი რჩება.

„ბაიერნმა“ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშია – 30:4.

ლევანდოვსკიმ „ბაიერნში“ ზედიზედ მე-18 მატჩში გაიტანა.

ლევანდოვსკი: „ბარსა“ ყოველთვის საშიშია „ნოუ კამპზე“, მაგრამ თამაშს ვაკონტროლებდით“.

ნაგელსმანი: „ბაიერნს“ პრობლემები ჰქონდა პირველკი 7-8 წუთი. კორექტოივები მერე შევიტანეთ“.

F ჯგუფი

იანგ ბოიზი – მანჩესტერი 2:1
გოლები: 0:1 რონალდო (13), 1:1 ნგამალეუ (66), 2:1 ზიბაჩო (90+5)
გაძევება: ვან-ბისაკა (35. მანჩესტერი)

ვილიარეალი – ატალანტა 2:2
გოლები: 0:1 ფროილერი (6), 1:1 ტრიგეროსი (39), 2:1 გრუნეველდი (73), 2:2 გოსენსი (83)
გაძევება: კოკლენი (84, ვილიარეალი)

„მანჩესტერს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში 4 წაგება და 1მოგება აქვს.

„მანჩესტერს“ 2 დარტყმაჰქონდა – ეს უცუდესი შედეგია სტატისტიკის შემოღების შემდეგ. ორივეჯერ რონალდომ დაარტყა.

რონალდომ 63 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე 30 წლის ასაკის შემდეგ.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა – როგორც მესიმ და ბენზემამ.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 36-ე გუნდს გაუტანა და ამ მაჩვენებლით მესის დაეწია.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების რაოდენობით იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა – 177.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 135-ე გოლი გაიტანა. მესის 120 აქვს.

რონალდო: „ის შედეგი არ არის, რასაც ვგეგმავდით. ვკონცენტრირდებით მომდევნო მატჩზე“.

„იან ბოიზის“ მწვრთნელი: „ეს უნიკალურია“.

გასპერინი: „ატალანტამ“ დაიმსახურა ეს შედეგი. კმაყოფილი ვარ“.

G ჯგუფი

სევილია-ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 სუჩიჩი (20-პენ), 1:1 რაკიტიჩი (42-პენ)
გაძევება: ენ ნესირი (50. სევილია)

ლილი – ვოლფსბურგი 0:0
გაძევება: ბრუკსი (63, ვოლფსბურგი)

H ჯგუფი

ჩელსი – ზენიტი 1:0
გოლი: 1:0 ლუკაკუ (69)

მალმიო – იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 ალექს სანდრო (23), 0:2 დიბალა (45, პენ), 0:3 მორატა (45+1)

ტუხელი: „ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. საჭირო გახდა დრო, რომ მეტოქე დაღლილიყო“.

მენდიმ ჩემპიონთა ლიგაზე 13 მატჩიდან 10 მშრალი მატჩი ჩაატარა.

„იუვენტუსმა“ მოიგო პირველი მატჩი რონალდოს წასვლის შემდეგ.

ალეგრი: „მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, თორემ მოუგებელი სერია ძალიან გაიწელებოდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიქტორ ჰიუგო: იცით ვინ არის და სად არის? ვინ არის და ჩოხატაურის ბახმაროს ფეხბურთელია – გურულების იუმორი თუ იმედი

ფოტო: რონალდომ სტიუარდს ბურთი გაარტყა, განიცადა და მერე მაისური აჩუქა