„ბარსელონას“ ნახევარმცველმა პედრიმ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, რომელიც კანარის კუნძულებზე ბანანების მოყვანის ასოციაციამ მოაწყო.
ამ ასოციაციამ ევრო 2020-ის წინ გამოაცხადა, რომ ყოველ კილომეტრზე, რომელსაც ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები გაირბენდნენ, ისინი 100 კგ ბანანს გადასცემდნენ ქვეყნის სასურსათო ბანკებს.
მთლიანობაში ფეხბურთელბმა 766.5 კმ ირბინეს, მათ შორის ყველაზ მეტი სწორედ პედრიმ გაირბინა – 76 კმ.
80 ათასი კგ ბანანი 54 სასურსათო ბანკს გადაუნაწილეს, ხოლო 18 წლის ფეხბურთლმა თავადაც მიიღო მონაწილეობა პროდუქტების გადაცემაში.
პედრი ტეგესტეს (კანარის კუნძულები) მკვიდრია.
GIPHY App Key not set. Please check settings