ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხის (1:4) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია გამართა.
“ასეთ დონეზე, მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მეორე ტაიმი პირველზე უკეთესად ჩავატარეთ – ვფიქრობ, ბურთით კარგად ვითამაშეთ. ბულგარეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ იტალიასთან არ წააგო, გუნდი ძველ დონეს იბრუნებს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პოზიტივზე საუბარი ასეთი წაგების შემდეგ არ შეიძლება,” – თქვა სანიოლიმ.
GIPHY App Key not set. Please check settings