in ,

ფოტო: კვარაცხელია ბრუნდება – ქართველი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე კვირის წინ მიღებული ტრავმა მოირჩინა. ქართველი ფეხბურთელი “რუბინს” დაუბრუნდა და ყაზანელებთან ერთად მალე სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

როგორც იცით, 20 წლის ვინგერმა მცირე დაზიანება რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, “კრილია სოვეტოვთან” მატჩში მიიღო. ამის გამო ხვიჩა საქართველოს ნაკრებს სექტემბრის თამაშებში ვერ დაეხმარა.

მიუხედავად არაერთი გუნდის ინტერესისა, კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსად გადავიდა. ის “რუბინში” მინიმუმ იანვრამდე ითამაშებს.

ახალ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 4 მატჩში 1 გოლია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: ასეთი მარცხის შემდეგ, რთულია რაიმე პოზიტივის გამონახვა

ესპანური Marca: მამარდაშვილის მწარე დებიუტი