in ,

რუბინის გენერალური დირექტორი: კვარაცხელიაზე რუბლიც არავის შემოუთავაზებია

ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსულ გამოცემა Sport.ru-სთან ისაუბრა. საიმანოვი აღნიშნავს, რომ “რუბინს” კვარაცხელიაზე არცერთი კლუბისგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

“ხვიჩა კვლავ “რუბინის” ფეხბურთელია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მისი გაყიდვის ამოცანა ჩვენს დღის წესრიგში არც ყოფილა. ძალიან ბევრს წერდნენ მის სავარაუდო ტრანსფერზე, მაგრამ რეალურად კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე ერთი წინადადებაც კი არ მიგვიღია.

კვარაცხელიასთვის ჩვენ ფასი არ დაგვიდია და ვერავინ იტყვის, რომ მასში ჩვენ დიდი თანხა მოვითხოვეთ დაამიტომ ვერ განხორციელდა ტრანსფერი. კვარაცხელიაზე რუბლიც კი არავის შემოუთავაზებია”, – თქვა რუსტემ საიმანოვმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური Marca: მამარდაშვილის მწარე დებიუტი

იტალიამ ერთი რეკორდი განაახლა, მეორე დაამყარა, ინგლისი გაჩერდა, ჰაალანდი კაცობს