ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ტრავმის მიზეზით ყაზანის “რუბინმა” განაცხადიდან ამოიღო, ისევ დააბრუნა. როგორც რუსული კლუბი წერს, კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა, სრულ მზადყოფნაშია და მომდევნო შეხვედრებისთვის ემზადება.
ყაზანის “რუბინი” რუსეთის პრემიერლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას 13 სექტემბერს ეკატერინბურგის “ურალის” წინააღმდეგ გამართავს და თუ ლეონიდ სლუცკი გადაწყვეტს, ქართველ შემტევს ამ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება აქვს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ “რუბინის” შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ტრანსფერმარკეტის მიერ იგი 18 მილიონად არის შეფასებული.
GIPHY App Key not set. Please check settings