ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მარტივად მოუგო ანდორას 4:0.
მეორე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, მან პენალტი გამოიყენა.
ახლა „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის ანგარიშზე 40 გოლია ეროვნულ ნაკრებში, ამდენივე აქვს მაიკლ ოუენს. თუმცა კეინმა ოუენზე 26 მატჩით ნაკლები ითამაშა. ეს ორი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილს იყოფენ.
წინ კი არიან: ჯიმი გრივზი (44 გოლი), გარი ლინეკერი (48) და ბობი ჩარლტონი (49). პირველ ადგილზე კი უეინ რუნია 53 გოლით.
დიდი ალბათობით, ჰარი კეინი ყველას გადაასწრებს.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ინგლისის ნაკრებმა ყველა, ხუთივე მატჩი მოიგი ამ შესარჩევში, საერთო ანგარიშით – 17:1.
GIPHY App Key not set. Please check settings