in ,

ვილი სანიოლი: ყოველგვარი ღირსების გარეშე ვითამაშეთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეხუთე მარცხი იგემა და მორიგი მარცხი იგემა. ვილი სანიოლის გუნდი ბადახოსში ესპანეთთან 0:4 განადგურდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გვექნებოდა, რადგან დღევანდელ შეხვედრაში ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. ყოველგვარი ღირსების გარეშე ვითამაშეთ და ესპანეთმა ამითაც ისარგებლა. მეორე ტაიმში გარკვეულწილად თამაში გამოვასწორეთ და შანსებიც გვქონდა, მაგრამ ამ ორ გუნდს შორის კლასში უდიდესი სხვაობაა. დღეს ყველა ასპექტში დავმარცხდით, მაგრამ ფეხბურთელებს შორის ტექნიკურმა სხვაობამ თამაშზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც მთელი მატჩის თამაში არ შეუძლიათ, რადგან თავიანთ კლუბებში საათზე მეტს არ თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არ შემიძლია 90 წუთი დავეყრდნო. შესაბამისად, იძულებული ვიყავი ცვლილებები გამეკეთებინა”.-თქვა ვილი სანიოლმა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ, ჯგუფში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

ვილი გვეღადავები? დედა რა იყო ეს?- ესპანელებმა გადაგვიარეს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრაზილია-არგენტინა ჩაიშალა: გადაწყვეტილებას ფიფა მიიღებს – სად იყვნენ აქამდე

ჰარი კეინი ოუენს დაეწია და ყველა დროის ბომბარდირობისკენ იქაჩება