ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სანაკრებო პაუზის დროს სამ შეხვედრას გამართავს და სამივე მატჩი ოფიციალურია. ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვიან, მათი მთავარი მეტოქე კი შვედეთის ნაკრებია, რომელთანაც სტუმრად 2 სექტემბერს ითამაშებენ, რის შემდეგაც ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ქალაქ ბადახოსში, 5 სექტემბერს უმასპინძლებენ. ესპანელები სანაკრებო პაუზას 8 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩით დაასრულებენ.
‘ფურია როხას’ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან 3 შეხვედრისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი)
მცველები: ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ხორდი ალბა (ბარსელონა), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ერიკ გარსია (ბარსელონა), რაულ ალბიოლი (ვილიარეალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი)
ნახევარმცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), როდრი (ატლეტიკო), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), კარლოს სოლერი (ვალენსია), მიკელ მერინო (სოსიედადი), ბრაის მენდესი (სელტა), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი), პაბლო სარაბია (პსჟ)
თავდამსხმელები: აბელ რუისი (ბრაგა), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ადამა ტრაორე (ვულვზი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (იუვენტუსი)
GIPHY App Key not set. Please check settings