in

ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა: თბილისში ვარსკვლავებს ვიხილავთ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის 24-კაციანი სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა. ენრიკეს რჩეულთა სიაში არაერთი ვარსკვლავია, მათ შორის სერხიო რამოსი, სერხიო ბუსკეტსი, დავიდ დე ხეა და სხვები.

ლუის ენრიკეს განაცხადი მოახლოებული მატჩებისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი)

მცველები: პედრო პორო (ლისაბონის სპორტინგი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი), სერხიო რამოსი (რეალი), დიეგო ლორენტე (ლიდსი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ხორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე ლუის გაია (ვალენსია).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრიგო (მანჩესტერ სიტი), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული), პედრი (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), სერხიო კანალესი (ბეტისი), კოკე (მადრიდის ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი).

თავდამსხმელები: ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ალვარო მორატა (იუვენტუსი), ბრაიან ხილი (ეიბარი), დანი ოლმო (ლაიპციგი).

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლუის ენრიკეს გუნდი პირველ მატჩს 25 მარტს გრანადაში საბერძნეთთან გამართავს. ესპანელები 28 მარტს თბილისში, “დინამო არენაზე” ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. აქედან გამომდინარე ენრიკეს რჩეულთა სია ქართული ფეხბურთის ქომაგებისთის ძალიან საინტერესოა. 31 მარტს მუნდიალის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში ესპანეთი კოსოვოს ესტუმრება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზიკო ისევ იმ ავტომობილით დადის, რომელიც 40 წლის წინ ლივერპულთან მატჩის დროს აჩუქეს

ქვიზი საქართველოს ნაკრების ისტორიის ცოდნაზე