in

ზიკო ისევ იმ ავტომობილით დადის, რომელიც 40 წლის წინ ლივერპულთან მატჩის დროს აჩუქეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო დღემდე იმ Toyota Celica-თი დადის, რომელიც მას 1981 წელს აჩუქეს. ავტომობილი ბრაზილიელმა იაპონიაში გამართული „ფლამენგო“-„ლივერპულის“ მატჩის შემდეგ მიიღო.

მაშინ ზიკო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ბრაზილიელმა გამთამაშებელმა 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. სწორედ ამ დამსახურებისთვის მიიღო მან 8 ათას ფუნტად შეფასებული ავტომობილი. ზიკოს ისტორიული მანქანა დღემდე ყავს და რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში ამაყად გადაადგილდება.

„Celica-ს გაყიდვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, თუმცა ეს აზრი თავში არასდროს მომსვლია. ეს არის დიდებული ტროფეი, მნიშვნელოვანი შეჯიბრის შესახებ ფანტასტიური მოგონება, როცა „ფლამენგომ“ მოიგო. ავტომობილი სახლშია, მშვენივრად მუშაობს, ყველაფერი კარგად აქვს. სანამ ცოცხალი ვარ, ეს მანქანა ჩემს გვერდით იქნება“.

This image has an empty alt attribute; its file name is EwX3pQgXAAE91ZI.jpg

1976-დან 1990 წლამდე პერიოდში ავტომობილის სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანის უფლება მხოლოდ საკონსულოების თანამშრომლებს ჰქონდათ. ზიკოს მანქანა 1981 წელს აჩუქეს, თუმცა მან ის მხოლოდ 1983 წელს მიიღო, მთელი ეს წლები კი ბიუროკრატიული დეტალების მოგვარებას დასჭირდა.

„იმისათვის, რომ მანქანა სახლში მიმეღო, დახმარება მაშინდელ ფინანსთა მინისტრს ვთხოვე, გვერდში დამიდგა ასევე „ფლამენგოს“ პრეზიდენტი მარსიო ბრაგიც“, – იხსენებს ზიკო წლების წინანდელ ისტორიას.

ზიკო ამჟამად იაპონური კლუბის „კაშიმა ანთლერსის“ ტექნიკური დირექტორია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: სოსო ტყემალაძე – დესტრუქციული ძალა რომ არა, უფრო დამაჯერებლად მოვიგებდი: დაიოკონ ემოციები და გვაცადონ მუშაობა

ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა: თბილისში ვარსკვლავებს ვიხილავთ