in ,

ესპანური მარკა: ალავესის წინააღმდეგ კარში ისევ მამარდაშვილი იქნება

“ვალენსია” ლა ლიგის მე-3 ტურში “ალავესს” უმასპინძლებს და ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემა “მარკას” ვერსიით, გუნდის კარს ისევ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
იასპერ სილესენს ტრავმა უკვე 1 კვირაა აღარ აწუხებს, მაგრამ ესპანელ ჟურნალისტებს სჯერათ, რომ ხოსე ბორდალასი ამ ეტაპზე ცვლილების მიზეზს ვერ ხედავს და კვლავ 20 წლის ქართველ კიპერს ენდობა, რომელმაც საწყის ორ ტურში კარგი შთაბეჭდილება დატოვა – ისევე, როგორც მანამდე პრესეზონის მატჩებში.

არსებობს შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელები მოვიდნენ და წავიდნენ. ჩვენ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე ვმუშაობთ. ამ დროისთვის 4 მეკარე გვყავს და სანამ სხვა სიახლეები არ იქნება, ისინი ყველანი ვალენსიას ფეხბურთელები არიან”, – თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ხეტაფეს (1:0) მოუგო და გრანადასთან ქულა (1:1) მოიპოვა. პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ ქართველი ფეხბურთელი დასახელდა. ხოსე ბორდალასის გუნდი ალავესს 28 აგვისტოს, თბილისის დროით 00:15 საათზე დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუის ენრიკემ კოსოვოსთან, შვედეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

15 წლის ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია