Goal ESPANA-ს ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტი მარიო კორტეგანა და ასევე გამოცემა Talk SPORT ერთდროულად ამტკიცებენ, რომ მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს თაობაზე „პსჟ-ს“ პირველი ოფიციალური შემოთავაზებით მიმართა.
კორტეგანას თქმით, ჯერჯერობით მას თანხის თაობაზე დეტალები არ აქვს, მაგრამ ის აღნიშნავს, რომ ფლორენტინო პერესი პირდაპირ „პსჟ-ს“ მფლობელ ყატარის ემირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა.
ესპანელი ჟურნალისტის თქმით, მბაპესთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება „რეალისთვის“ პრობლემა არ იქნება – მან „პსჟ-ს“ მინიმუმ 6 შემოთავაზება დაბლოკა ახალ კონტრაქტზე, რადგან მადრიდში სურს გადაბარგება.
ამავდროულად talkSPORT ამტკიცებს, რომ „რეალმა“ „პსჟ-ს“ 160 მილიონი ფუნტი შესთავაზა
GIPHY App Key not set. Please check settings