in

რეალმა მბაპეს შესაძენად ოფიციალური შეთავაზება გააკეთა: მორიგი სუპერტრანსფერი?

Goal ESPANA-ს ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტი მარიო კორტეგანა და ასევე გამოცემა Talk SPORT ერთდროულად ამტკიცებენ, რომ მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს თაობაზე „პსჟ-ს“ პირველი ოფიციალური შემოთავაზებით მიმართა.


კორტეგანას თქმით, ჯერჯერობით მას თანხის თაობაზე დეტალები არ აქვს, მაგრამ ის აღნიშნავს, რომ ფლორენტინო პერესი პირდაპირ „პსჟ-ს“ მფლობელ ყატარის ემირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა.
ესპანელი ჟურნალისტის თქმით, მბაპესთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება „რეალისთვის“ პრობლემა არ იქნება – მან „პსჟ-ს“ მინიმუმ 6 შემოთავაზება დაბლოკა ახალ კონტრაქტზე, რადგან მადრიდში სურს გადაბარგება.
ამავდროულად talkSPORT ამტკიცებს, რომ „რეალმა“ „პსჟ-ს“ 160 მილიონი ფუნტი შესთავაზა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკოლოზ ესართია ევროპის ჩემპიონია:1 ოქრო და 2 ვერცხლი

ნინა თიბილაშვილი პარალიმპიადის ფინალშია