in ,

ტოტენჰემი კვარაცხელიას ტრანსფერზე წინ წაიწია

ლონდონის „ტოტენჰემი“ ჯერ ისევ აპირებს „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია წაიყვანოს.

CrystalSport.ge-ის ინფორმაციით, ლონდონელებმა ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებებში წინ წაიწიეს. მოლაპარაკებები სწრაფად მიმდინარეობს.

ამ ინფორმაციას რუსული სპორტული გამოცემებიც ავრცელებენ.

რუსების გარდა, “ტოტენჰემის” დაინტერესებაზე უცხოური მედიაც წერს. hitc.com ერთი კვირის წინ 20 მილიონ ფუნტიან ტრანსფერზე წერდა, ხოლო გუშინ თავად კლუბის საიტი “ტოტენჰემის” დარჩენილ დღეებში მოსალოდნელ ტრანსფერებზე საუბრისას კვარაცხელიასაც აქტიურად ახსენებს.

ამ სეზონში ხვიჩამ რუსეთის პირველობაზე 4 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

გუშინ „რუბინმა“ ტრავმის მიზეზით კვარაცხელია საჩემპიონატო განაცხადიდან გაიყვანა, თუმცა ეს შესაძლოა სწორედ გარდაუვალი ტრანსფერის გამო მოხდა და არა ჩვენიანის დაშავების მიზეზით.

რუბინმა კვარაცხელია ჩემპიონატის განაცხადიდან მოხსნა: ევროპაში მიდის?

რუბინმა კვარაცხელიას განაცხადიდან ამოღების მიზეზი განმარტა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი და ნეიმარი ბარსელონაში ჩაფრინდნენ: რატომ?

მამარდაშვილს ერთი მაგარი სეივი ჰქონდა: ქართველი ისევ ვალენსიას ძირითადში იყო