მადრიდის „რეალის“ საკლუბო მაღაზია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაქურდეს.
Vozpopuli მადრიდის პოლიციის ეროვნულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ მძარცველებმა გამოიყენეს ე.წ. მთვარეზე დაჯდომის მეთოდი: გაანგრიეს წინაღობა და მაღაზიის ვიტრინა, გამოიტანეს საკლუბო ატრიბუტიკა და შემთხვევის ადგილი ორი სხვა მანქანით დატოვეს. ქურდები 7 წუთში ჩაეტივნენ და თან მანეკენებიც კი წაიღეს.
ზარალს ითვლიან.
„სანტიაგო ბერნაბეუ“ 2020 წლიდან რეკონსტრუქციაზეა, რის გამოც ბოლო 2 სეზონია „რეალი“ საშინაო მატჩებს „ალფრედო დი სტეფანოზე“ ატარებს.
ვარაუდობენ, რომ 2022/23 წლების სეზონს „მადრიდი“ განახლებულ „ბერნაბეუზე“ დაიწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings