in

რეალი ბერნაბეუზე დაბრუნდა, თუმცა რეკონსტრუქცია არ დასრულებულა: ის 900 მლნ ღირს

„რეალი“ იდეალური სცენარით დაბრუნდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ – 5:2 „სელტასთან“. მართალია ორჯერ აგებდა, ტაიმიც წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში ოთხჯერ შეაგდო. ბენზემამ ჰეთ-თრიქიშეასრულა, ახალწვეულმა კამავინგამ სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო ვინისიუსმა თავისი გოლი ფანებში შეჭრით აღნიშნა.

მატჩამდე „რეალმა“ მოკრძალებული, თუმცა ატმოსფერული ცერემონია გამართა, რომელიც ექს-პრეზიდენტ ლორენცო სანსს მიუძღვნეს. ის „მადრიდს“ 1995-დან 2000-მდე ხელმძღვანელობდა და 2020-ის მარტში კორონასგან გარდაიცვალა.

ტრანსლაციისას კარგად ჩანს ქვედა იარუსები, რომელიც მთლიანად ბრეზენტითაა დაფარული, მაგრამ ხმოვან ეფექტზე ამას არ უმოქმედია – ფეხბურთელებს მრავალათასიანი ხმით შეხვდნენ.

რამდენი ხანი არ თამაშობდა რეალი ბერნაბეუზე? კორონამ ვადები გადასწია

560 – სწორედ ამდენი დღე გავიდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბოლო მატჩიდან. 2020 წლის 1 მარტს „რეალმა“ 2:0 მოუგო „ბარსელონას“. მერე წავიდა „ალფრედო დი სტეფანოზე“, სადაც ჩვეულებრივ „რეალის“ ახალგაზრდობა თამაშობს.

„ბერნაბეუ“ სრულად განახლდება 2023 წელს, მაგრამ „რეალი“ უკვე დაბრუნდა სახლში. „სელტასთან“ მატჩში 30 ათასი მაყურებელი დაუშვეს.

„რეალი“ შეეცადა მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეექმნა: თანამედროვე გასახდელები, დახვეწილი ხმის სისტემა და ახალი პრეს-ლოჟა. 200 ადამიანი გამოყვეს უსაფრთხოებისთვის. ყოველი შემთხვევისთვის აცნობეს, რომ ყველა ავარიული გასასვლელი სტაბილურად ფუნქციონირებდა.

საშინაო არენაზე სწრაფად დასაბრუნებლად რეკონსტრუქცია გიჟური ტემპით მიმდინარეობდა.
მუშა ხელის რაოდენობაზე მონაცემები განსხვავებულია: Marca წერს, რომ ობიექტზე ყოველდღიურად 800 ადამიანი შრომობდა, El Pais 1000-ს ამბობს. სამუშაოები ყველგან მიმდინარეობდა: საფეხბურთო მოედნიდან 5-სართულიან მიწისქვეშა ავტოსადგმამდე. „რეალი“ ამაყობს, რომ რეკონსტრუქციის პერიოდში არანაირი სერიოზული ავარია არ მომხდარა.

560 დღის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: სტადიონმა მიიღო 21-ე საუკუნეში ესპანეთში ყველაზე დიდი დიდთოვლობა, ხოლო მძიმე კორონადროებაში მადრიდის უმსხვილესი სანიტარული წერტილი გახდა.

„სელტასთან“ მატჩამდე 10 დღით ადრე მიიტანეს 500 რულონი ბალახი, რომელსაც აპრილიდან სპეციალურად ზრდიდნენ.

Marca-მ სამუშაოების მოცულობის სიდიადის დემონსტრირებისთვის ციფრები მოიყვანა:

• 33 170 154 კგ ფოლადი, რაც თვითმფრინავ Airbus A380-ის 120 მოდელის ექვივალენტია. ეს კი მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული ავიალაინერია.

• 57 545 კუბური მეტრი ბეტონი – მადრიდის უდიდესი რეტიროს პარკის გუბურაში წყლის მოცულობა.

• 4 106 ტონა – ყველა გამოყენებული ამწეს ერთდროული ტვირთამწეობა.

რა ღირს რეკონსტრუქცია?

2019 წლიოს აპრილში „რეალი“ JP Morgan-ს (ეს ის ბანკია სუპერლიგას რომ აფინანსებდა) და Bank of America-ს კრედიტზე შეუთანხმდა. თანხა – 575 მლნ ევრო. ფიქსირებული – 2.5%.

გადახდა 2023 წლის ივლისში დაიწყება და 2049 წელს დასრულდება. თავიდან ღირებულება 796.5 მლნ ევროს შადგენდა, მაგრამ 2020-ის ივნისში „რეალმა“ მორიგი ვალი მოითხოვა, რის შემდეგ, პროცენტების ჩათვლით, თანხამ 900 მლნ ევროს გადააჭარბებს.

This image has an empty alt attribute; its file name is rue46d84903b4.jpg

რად უნდა ეს ყველაფერი?

„რეალმა“ შეისწავლა პოტენციური შემოსავლები. კლუბის გათვლით, „სანტიაგო ბერნაბეუ“ ხაზინაში წლიურად დამატებით დაახლოებით 150 მლნ ევროს შეიტანს.

შემოსავლები მარტო მატჩები არ იქნება. „რეალს“ სურს ფული გააკეთოს კიბერსპორტზე, რესტორნების ქსელზე, ახალ ფლაგმან მაღაზიაზე, განახლებულ მუზეუმზე, განავითაროს ონლაინ-მაღაზია.

კლუბი გეგმავს სტადიონი წელიწადში 300 დღე გამოიყენოს, ამაში შედის კონცერტები, ბიზნეს კონფერენციები, კიბერსპორტული ტურნირები და თვით საკალათბურთო და საჩოგბურთო მატჩებიც. მრავალფუნქციური სტადიონის მთავარი ღირსებაა გამოსაწევი მოედანი, რომელიც მარტივად გადის თამაშის შემდეგ. სწორედ ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას იოლად გადაერთონ არასაფეხბურთო ღონისძიებებზე.

გრანდიოზული გეგმებია.

ვიდეო: ეს უბრალოდ ფანტასტიკაა – ნახეთ როგორ იშლება და იწყობა „რეალის“ ახალი სტადიონი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელია: ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები ჩარკვი

ჯანო ანანიძე ისევ ტრავმირებულია