in ,

ჯანო ანანიძე ისევ ტრავმირებულია

უიღბლობა გრძელდება: საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, ისევ ტრავმირებულია. ჯანოს მდგომარეობის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახი ცხადაძემ ისაუბრა.

როგორც ცხადაძე აღნიშნავს, 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ერთი თვის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ, ვარჯიში ინდივიდუალურად განაახლა, მაგრამ მუხლში დიდი ტკივილები იგრძნო და სავარჯიშო პროცესი შეწყვიტა.

მოსკოვის “სპარტაკის”, “როსტოვის”, “კრილია სოვეტოვის” და ვოლგოგრადის “როტორის” ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს მიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა და 1 შეხვედრის ჩატარება მოახერხა (ბათუმის “დინამოსთან” 0:1), მაისის შემდეგ კი მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი ბერნაბეუზე დაბრუნდა, თუმცა რეკონსტრუქცია არ დასრულებულა: ის 900 მლნ ღირს

რუსეთში ტიტულის დასაცავად: 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება