ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის ყველაზე ლამაზი მომენტი.
ინგლისის ჩემპიონატი წელს „ბრენტფორდისა“ და „არსენალის“ მატჩით დაიწყო და უკვე მოულოდნელი შედეგი მივიღეთ. წელს აღზევებულმა გუნდმა 2:0 მოიგო და თამაშის დასრულების შემდეგ „ბრენტფორდის“ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა დამსახურებული საპატიო წრე დაარტყეს ფანებისთვის გიჟური მხარდაჭერის გამო მადლობის სათქმელად. ზეიმისას მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი ნორჩ გულშემატკივართან მივიდა და მას გამარჯვება მიულოცა. ამ კადრმა მსოფლიო მოირბინა.
მწვრთნელის გარდა ბიჭს „ბრენტფორდის“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მიესალმა.
ეს ბიჭი 8 წლის ვუდი გახლავთ, რომელიც დაუნის სინდრომით არის ავად.
ის ამ პატარა კლუბის ყველაზე ცნობადი ქომაგი და ერთგვარი თილისმაა.
GIPHY App Key not set. Please check settings