უკვე ოფიციალურად საქართველოს ნაკრების შემტევი ლევან შენგელია ბელგიური “ლოვენის” ფეხბურთელია. ბელგიელებმა 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინეს.
ლევან შენგელია ბელგიურ გუნდში გადავიდა
შენგელიამ, რომელსაც თურქულ “ბურსასპორს”, კვიპროსულ “აპოელს” და პორტუგალიურ “ბოავიშტას” უკავშირებდნენ, “ლიოვენთან” 2+1 კონტრაქტი გააფორმა.
“შენგელია ცაციაა, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს ბელგიურ ფეხბურთს და მისი დამატება უფასოდ მოვახერხეთ. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბს შეტევასა და ფლანგზე უფრო მეტი არჩევანი ექნება”, – თქვა კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ვიმ დე კორტემ.
ლევან შენგელიამ ბოლო ორი სეზონი თურქულ “ქონიასპორში” თამაშობდა, რომლის მაისურით 59 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings