უკვე ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენის “დინამოს” ფეხბურთელია. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ავსტრიული “ვოლფსბერგერის” საკუთრებაა და წინა სეზონიც ამ კლუბში გაატარა, გერმანულ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. დრეზდენის “დინამო” ამჟამად გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამოდის.
“მიხარია, რომ ისეთ ძლიერ ჩემპიონატში ვითამაშებ, როგორც გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაა. დრეზდენში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ და ვეცდები გამოჩენილი ნდობისთვის მათ მადლობა შესაბამისი თამაშით გადავუხადო”, – განაცხადა გიორბელიძემ.
დრეზდენის “დინამო” ორი ტურის შემდეგ, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings