ლეო მესის ცოლი ანტონელა როკუცო ქმრის „ბარსელონადან“ წასვლას გამოეხმაურა.
„როგორი რთულია რამდენიმე წინადადებაში გასული წლები ჩაატიო. რამდენი ემოციები, რამდენი მოგონება, სამუდამოდ დატოვებს კვალს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ როგორც ნათქვამია, რაც არ კლავს, გაძლიერებს! მთელი ოჯახით გადავლახავთ ამას და ისევ გავალთ მოედანზე, უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე. სადაც არ უნდა წავიდეთ, წავალთ ერთად, მაგრამ ყოველთვის წინ!“ – დაწერა როკუცომ ინსტაგრამზე.
მესი „ბარსელონას“ ძირითად გუნდში 2005 წლიდან გამოდიოდა. მასთან კონტრაქტი ესპანეთის ლიგის რეგლამენტის გაწერილი ფინანსური და სტრუქტურული წინაღობებების გამო ვერ გაგრძელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings