in

მამუკა გორგოძე: ჩემი ოჯახი ბაღდათში ჩარჩა, მე საფრანგეთში ვიყავი – ასეთ დროს ძალიან რთულია ოჯახისგან შორს ყოფნა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დღეს ყველაზე მძიმე დღეა. 2008 წლის 8 აგვისტოს ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალები, როკის გვირაბის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და ქართული მხარის წინააღმდეგ საომარი მოქმედები დაიწყეს. ომს ასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეეწირაб ბევრი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეს სოციალურ ქსელში ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე ეხმაურება.

,,ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეები ჩემს ცხოვრებაში. უკვე საფრანგეთში ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო, ჩემი ოჯახი კი საქართველოში გახლდათ. ბავშვები, ციცი, ჩემი და და მისი ოჯახის ნაწილი ბაღდათში ჩარჩა, წამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, ზოგი კი თბილისში იყო… წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია ასეთ სიტუაციაში შენი ქვეყნისგან, ახლობლებისგან შორს რომ ხარ და ინტერნეტის საშუალებით უყურებ, როდის, სად და ვის დაგიბომბავენ. მთელ საქართველოზე ხომ ნერვიულობ, მაგრამ, უწინარესად, შენი ოჯახისა და ახლობლების ამბავს განიცდი”, – წერს მამუკა გორგოძე.

მამუკა გორგოძეს საქართველოს ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული და ლელოების რაოდენობით ის “ბორჯღალოსნების” რეკორდსმენია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა: მადლობა ტოკიო და პარიზში შეხვედრამდე

ყოველთვის წინ! – მესის ცოლმა მესის მხარი დაუჭირა