23 წლის ქართველმა სპორტსმენმა სალომე ფაჟავამ ტოკიოს ოლიმპიადაზე მხატვრულ ტანვარჯიშში შეჯიბრში მე-17 ადგილი დაიკავა და ვინაიდან ფინალში 10 საუკეთესო გადიოდა, გადამწყვეტი ეტაპის მიღმა დარჩა.
ფაჟავას ბოლო როტაციაში ლენტით უწევდა ასპარეზობა და საკმაოდ მაღალი შეფასება (20.650) დაიმსახურა, თუმცა, წინა 3 გამოსვლის ჯამში არცთუ სახარბიელო შედეგი ჰქონდა და მიზანს ვერ მიაღწია.
ვარჯიში რაჭულის ფონზე: ფაჟავას 69 ქულა აქვს
შეგახსენებთ, რომ სალომე რგოლით ასპარეზობაში მე-14 იყო, ბურთით შეჯიბრში მხოლოდ – 21-ე, გურზებით ვარჯიშში კი მე-10 შედეგი დააფიქსირა.
ორი მოძრაობის შემდეგ სალომე ფაჟავა მე-18 ადგილზეა და ფინალის შანსი ძალიან მცირეა
კონკრეტულად ლენტით ვარჯიშში ქართველი სპორტსმენის მაჩვენებელი მე-8 იყო, საერთო ჯამში კი, მან 89.650 ქულა მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, 26 მონაწილეს შორის მე-17 იყო. ცნობისთვის, გასულ რიოს ოლიმპიადაზე სალომე ფაჟავამ მე-14 საფეხური დაიკავა.
GIPHY App Key not set. Please check settings