in

გენომ დამაჯერებლად დაიწყო და ეგვიპტელს შანსი არ დაუტოვა

კარგი გასახურებელი შეხვედრა გამოუვიდა ოლიმპიადის 1/8 ფინალში გენო პეტრიაშვილმა. -125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ აბდულ მეტალების დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად 11:0 დაამარცხა.

გენომ ზედმეტი რისკის გარეშე, ტაქტიკურად სწორედ განსაზღვრული ჭიდაობით გაიმარჯვა. პირველ პერიოდში გენო უფრო აქტიური იყო და მსაჯებმა პასიურობისთვის მეტალებს მისცეს შემჩნევა, მაგრამ ირანელმა 30 წამში მომგებიანი ქულის აღება ვერ მოახერხა და 1:0 გენო დაწინაურდა. პეტრიაშვილმა პერიოდის მიწურულს საფირმო ფეხში შესვლაც განახორციელა და შესვენებაზე 3:0 გავიდა.

მეორე პერიოდში გენომ მეტოქეს ილეთების კორიანტელი დაახვია თავს. რამდენიმე საფირმო ფეხში შესვლები და გენომ შეხვედრის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე, წმინდა გამარჯვება მოიპოვა და 1/4 ფინალში გავიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გია გეგუჩაძე: ბატე და სივასპორი განსხვავებული სტილის გუნდებია – შანსები თანაბარია

ავთანდილ კენჭაძემ მრისხანე ჩამიზოს ვერაფერი მოუხერხა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა